რუსეთი ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული კონვენციიდან გასვლისთვის ემზადება - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთს სურს ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული კონვენციიდან გავიდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს რუსულ Интерфакс-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია დუმაში.

საუბარია 1999 წლის 27 იანვარს სტრასბურგში რუსეთის სახელით ხელმოწერილ დოკუმენტზე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კონვენციიდან გასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსეთს ევროსაბჭომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის (GRECO) წევრობა შეუწყვიტა.

რუსეთს GRECO-ს წევრობის უფლება შეუწყდა. თუმცა, ამავდროულად GRECO-ს რჩებოდა უფლება, რომ მონიტორინგი გაეწია რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც მან კონვენციამ დააკისრა. რუსეთს კი აკრძალული ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ხმის მიცემის პროცესში თუ დისკუსიებში.

ცნობისთვის, ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 2022 წლის 16 მარტს, უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი