"კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია, თავადაც არაადეკვატურია, როგორც პიროვნება" | ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია და თავადაც დეიპლომატს ასე აფასებს. მისი განცხადებით, ის იარაღი, რომელზეც კასიანოვი საუბრობს ქვეყანას მილიარდები დაუჯდა.

"კასიანოვის განცხადება, ჯერ ეს ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ, იმ ვითარების, რომელიც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ რასაც იგი დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრება გამილიონერებას, რომლებსაც წინა დღეს არაფერი ებადათ და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში, ხდება მილიარდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით", - თქვა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილსს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს ომის დროს მიიღო. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი