რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ანდრეი ლუგოვოი, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს, რომ სამართლებრივი შეფასება მისცეს ვალერი მელაძის განცხადებას, რომელმაც კონცერტზე გამოსვლის დროს ფრაზაზე: "Слава Україні! პასუხობს - "Героям слава!"
რუსმა დეპუტატმა აღნიშნული მიმართვის ასლი საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
"გთხოვთ, მოქმედი კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იურიდიული შეფასება მისცეთ მოქალაქე მელაძე ვალერი შოთაევიჩის ქმედებებს, მიიღოთ პროკურატურის საპასუხო ზომები. გთხოვთ, მომაწოდოთ შედეგები, შემოწმება და პროკურატურის მიერ გატარებული ზომები ამ მოთხოვნაზე“, - წერია მიმართვაში.
ცნობისთვის, რუსეთის დუმისა და ფედერაციის საბჭოს წევრებმა ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ვიდეო ერთ-ერთი წვეულებიდან, სადაც მელაძე ფრაზას - "დიდება უკრაინას", პასუხობს - :დიდება გმირებს".