მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია 9 იანვარს ჩატარებულ სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას აღიარებს, თუმცა ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უკრაინაში დაპატიმრებას დაუკავშიროს:
"ადამიანს დამთავრებული აქვს, არ მინდა დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი და მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს თურმე ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება, ცოტა სასაცილო არ არის ეს ყველაფერი? აღიარეს, რომ ავად არის და ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს და ჩვენ ხომ გვახსოვს როგორ გამოიყურებოდა ადამიანი, დიაგნოზებსაც რომ თავი დაანებო, როგორ გამოიყურებოდა ფიზიკურად და ახლა როგორ გამოიყურება ამასაც ხომ ვხედავთ", - თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაიმართა. სხდომაზე ამერიკელი ნევროლოგი ემანუელ ლაჰანი გამოიკითხა. ექსპერტის აზრით, მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.
იხილეთ ლაჰანის განცხადებები სასამართლო პროცესიდან: