ამერიკელი გასტროენტეროლოგი, სტიუარტ ფინკელი ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შესაძლებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ის დისტანციურ რეჟიმში აძლევს ჩვენებას, ამერიკელ ექსპერტს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შეკითხვა დაუსვა - იმ ტიპის მკურნალობით, რასაც სააკაშვილს საქართველოში უტარებენ და გასტროენტეროლოგიური დიაგნოზების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა დადგეს სიკვდილი, თუ არ გაეწევა კვალიფიციური მკურნალობა დასავლურ კლინიკაში, ექიმი ფინკელი პასუხობს:
"ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის დიახ. წონის 47%-იანი კლება, რომელიც სახეზე გვაქვს და გრძელდება, თუ არ იქნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიკვდილამდე" ამბობს ის.
ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად კატეგორიულია ეს პოზიცია, ფინკელი პასუხობს- "დიახ. კატეგორიულია".
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მორიგი პროცესი მიმდინარებს, სადაც იკითხება ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი.
იხილეთ ასევე: