
პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა Bradley-ს ტიპის ამერიკული საბრძოლო მანქანები უახლოეს კვირებში მიიღოს.
მისი თქმით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, პენტაგონი არ ასახელებს კონკრეტულ თარიღს.
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეძლებისდაგვარად სწრაფად და დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ გამოვაცხადოთ ზუსტად როდის ჩავა უკრაინაში ეს სისტემები. უკრაინელი სამხედროების წვრთნა Bradley-ს ჯავშან ქვეით მანქანებზე გერმანიის გრაფენვერის საწვრთნელ მოედანზე ჩატარდება", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის Bradley -ის ტიპის საბრძოლო მანქანების გაგზავნას განიხილავს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 5 იანვარს დაადასტურა.
7 იანვარს კი აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს 3,75 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომელშიც Bradley-ის 50 მანქანა შედის.