ვერ დავადასტურებთ, რომ რუსებმა სოლედარი აიღეს - ოსტინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ვერ დაადასტურებს ინფორმაციას რუსების მიერ, ქალაქ სოლედარის აღების შესახებ -  "ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს ინფორმაცია" - აღნიშნა ოსტინმა. 

ვაშინგტონში, აშშ-იაპონიის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად. 

ოსტინის თქმით, ამ რაიონში საკმაოდ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს აქვთ ისეთი შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ, რათა მთელი ძალისხმევით დაიცვან თავიანთი სუვერენული ტერიტორიები“, - განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, მას რეგულარული კონტაქტი აქვს თავის უკრაინელ კოლეგასთან. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ  მომავალ კვირას გერმანიაში რამშტეინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელში 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ოსტინის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ, თუ რა სჭირდება უკრაინას ახლა, წარმატების მისაღწევად.

"ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. მე ვხედავ, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, იგივეს. ასე რომ, ჩვენ ერთნი ვრჩებით ჩვენს ძალისხმევაში", - თქვა ოსტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ახლა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე და აგრძელებს ბრძოლას სოლედარისთვის.

რუსეთი და მისი პროპაგანდისტები, ასევე "ვაგნერის" ხელმძღვანელი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ "სოლედარი სრულად დაიკავეს".

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი