დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ტანკები დაიწვება - პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტანკები, რომლების გაგზავნასაც ბრიტანეთი უკრაინაში აპირებს "დაიწვება". კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის აზრით, დასავლეთი უკრაინას იყენებს თავისი ანტირუსული მიზნების მისაღწევად.

"ისინი იყენებენ [უკრაინას] როგორც ინსტრუმენტს თავიანთი ანტირუსული მიზნების მისაღწევად. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი", - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, შაბათს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს Challenger 2-ს, ასევე სხვა მოწინავე საარტილერიო მხარდაჭერას.

პესკოვმა თქვა, რომ ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეცვლის სიტუაციას ადგილზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი