უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 453 ბავშვი, დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.
იერმაკი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შვეიცარიაში, დავოსში.
"ჩვენ არ ვაპატიებთ არც ერთ წამებას ან სიცოცხლის წართმევას. თითოეული დამნაშავე აგებს პასუხს", - თქვა ერმაკმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას სურს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა რუსეთის პოლიტიური ლიდერები და სხვა პირები გაასამართლოს.