ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების დასაწყებად, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა "ახალი ტერიტორიული რეალობის" გათვალისწინებასთან დაკავშირებით.
"რუსეთის მოთხოვნები უკრაინის მიმართ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან ერთად, უკრაინას აწვდის ყველაფერს, რაც აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
მისი თქმით, დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მდგრადი დასასულისთვის ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე.