Reuters-ს ბერლინის სამთავრობო წყარო ეუბნება, რომ გერმანია გაუგავნის მათ მიერ შექმნილ ტანკებს უკრაინას, იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები დათანხმდება იგივეს გაკეთებას.
უკრაინა ითხოვს თანამედროვე დასავლურ იარაღს, განსაკუთრებით მძიმე საბრძოლო ტანკებს. ბერლინს კი აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მისი "ლეოპარდის" ტანკების ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებიც ნატოს მოკავშირე არმიებმა განათავსეს ევროპაში.
წყარო მედიასთან ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა იმ პირობას, რომ ამერიკული ტანკები ასევე უნდა გაიგზავნოს უკრაინაში.
აშშ-ის პრეზიდენტის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა თქვა: "პრეზიდენტი თვლის, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების დახმარების ნაბიჯებზე და რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის".
ცნობილია ისიც, რომ გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს უმასპინძლებს.