ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პუტინისთვის და ლუკაშენკოსთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად. 

დეპუტატებმა რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ამავე ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

მათი განცხადებით, მზადება ტრიბუნალისთვის უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროკომისიასა და ევროპის საგარეო სამსახურს, ხელი შეუწყონ დროებითი ტრიბუნალის შექმნას.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და ის უნდა ეფუძნებოდეს სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. 

რეზოლუციის ცალკე პუნქტი ეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული აქტივების გამოყენებას უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების კომპენსაციის მიზნით. 

დოკუმენტის მიღებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ომის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, სასწრაფოდ"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი