ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი - ზელენსკიმ "რამშტაინის" შეხვედრის მონაწილეებს იარაღი სთხოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, "რამშტაინის" ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე ვიდეო ფორმატით სიტყვით გამოსვლის დროს შეკრებილი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაუგზავნონ უკრაინას მეტი იარაღი. მან თქვა, რომ "ასობით მადლობა, არ არის ასობით ტანკი".

"ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვთქვათ ათასი სიტყვა, მაგრამ მე არ შემიძლია სიტყვებით ჩავანაცვლო იარაღი, რომელიც საჭიროა რუსული არტილერიის წინააღმდეგ, ან საზენიტო რაკეტები, რომლებიც საჭიროა ხალხის დასაცავად რუსული საჰაერო თავდასხმებისგან", - თქვა ზელენსკიმ.

მან დამსწრეებს მიმართა კითხვით "გვაქვს ბევრი დრო?"

"არა, ტერორი არ იძლევა დისკუსიის საშუალებას, ტერორი, რომელიც ქალაქს ქალაქზე წვავს, თავხედური ხდება. [...] ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო უნდა გახდეს ჩვენი საერთო იარაღი", - თქვა მან. 

ზელენსკიმ თქვა, რომ ის "ნამდვილად მადლიერია" მოკავშირეების მიერ აქამდე მოწოდებული იარაღისთვის, მაგრამ "დრო რჩება რუსეთის იარაღად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი