გერმანიამ უკრაინისთვის 1 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ამ თანხებით გერმანია უკრაინას დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას მიაწვდის - წერს გერმანული გამოცემა Spiegel. 

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გერმანიის სამხედრო დახმარების მთლიანი მოცულობა უკრაინისთვის 3,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, ბერლინში "რამშტაინის" ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებები განიხილეს. "ლეოპარდის" ტიპის ტანკებთნ დაკავშირებით კი ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი