უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის რამდენიმე ათეული ტანკის გადაცემა "პრობლემას არ გადაჭრის", რადგან რუსეთს დაახლოებით ათასი ტანკი აქვს, მაგრამ უკრაინელ სამხედროებს მოტივაციას მისცემს. ამ თემაზე მან გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა...
იქ უბრალოდ არავინაა საბრძოლველად, ეშინიათ, უმოტივაციოები არიან და ეს ჩვენთვის პლიუსია.მაგრამ როცა ათასი ტანკი აქვთ, არც ერთი ქვეყანა არ წყვეტს, რომ 10-20-50 ტანკი მოგვცეს პრობლემის მოსაგვარებლად. ისინი აკეთებენ მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს - აძლევენ მოტივაციას ჩვენს ჯარისკაცებს, იბრძოლონ საკუთარი ღირებულებებისთვის. რადგან ისინი აჩვენებენ, რომ მთელი სამყარო შენთანაა", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინას იმ შემთხვევაში გადასცემენ "ლეოპარდის" ტანკებს, თუ ამერიკაც იგივეს გააკეთებს.