ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური განახლება უკრაინაში "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას ეხება და აანალიზებს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და დაქირავებული მებრძოლების ჯგუფის შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინს შორის ურთიერთობის ცვალებადობას და მის შედეგებს.
"ვაგნერის ფინანსისტის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო თვეების აშკარა აღმავლობის შემდეგ, მას შემდე, რაც მან ვერ შეასრულა დაპირებები ბახმუტის საკუთარი ძალებით ხელში ჩაგდების შესახებ", - აღნიშნულია განახლებაში.
ანალიტიკოსები წერენ, რომ როგორც ჩანს პუტინმა პრიგოჟინს და პრიგოჟინის მოკავშირეს, არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს საშუალება მისცა ეჩვენებინათ რა შეეძლოთ გაკეთებინათ მობილიზებულებთან ერთად, და სასტიკი საჰაერო თავდასხმების სერიებით. ორივე მცდელობა, ISW-ის შეფასებით, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბახმუტის დაპყრობა ვერ მოხდა, საჰაერო თავდასხმებმა კი რუსეთისთვის მარაგის ხარჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა მოიტანა.
"როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა უარი თქვას პრიგოჟინზე და მის არარეგულარულ ძალებზე დაყრდნობაზე და ამის ნაცვლად კიდევ ერთხელ ეყრდნობა გერასიმოვს, შოიგუს და ჩვეულებრივ რუს სამხედროებს", - ნათქვამია განახლებაში.
მათივე შეფასებით, პუტინის ეს გადაწყვეტილება "ვაგნერის ჯგუფის" და სუროვიკის დაქვემდებარებაში მყოფების მარგინალიზებას ახდენს.