გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკიდან ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი უკრაინის არმიას გადაურიცხა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გრიგორი სტეპანეცის ანდერძით დატოვებული მილიონი დოლარი მიიღო. გენერალმა მთლიანი თანხა უკრაინის არმიას გადაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხა გენერალმა 2023 წლის იანვარში მიიღო.

"გენერალმა ზალუჟნიმ ეს თანხა სრულად გაგზავნა უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე - ჯარის საჭიროებისთვის თანხების მოსაზიდად, რაც დასტურდება ბანკის SWIFT გზავნილით, დათარიღებული 2023 წლის 5 იანვრით", - ამბობენ შეიარაღებულ ძალებში.

გენერალი ზალუჟნის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან მთელი სოციცხლე შეიარაღებულ ძალებს შესწრია და ოდნავი ეჭვიც კი არ გასჩენია, როგორ გამოეყენებინა მიღებული მემკვიდრეობა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. 

უკრაინული მედიის ცნობით, სტეპანეცი 1938 წელს ვინიცაში დაიბადა. მამამისი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და 1941 წელს, გერმანელებმა მოკლეს. გრიგორი და დედამისი ურალში გადაასახლეს. ომის დასრულების შემდეგ ისინი ვინიცაში დაბრუნდნენ. სტეპანეცს ჰქონდა მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში, ქიმიაში და დოქტორის ხარისხი ფიზიკურ ქიმიაში. თავისუფლად ფლობდა უკრაინულ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

ის იყო დისიდენტების მხარდამჭერი და საბჭოთა კავშირის დატოვების ნებართვა მხოლოდ გორბაჩოვის ხელისუფლების პირობებში მიიღო. 1989 წელს ის ჩავიდა აშშ-ი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი