გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის იქნება პიონერი უკრაინის მხარდაჭერაში. განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემენ.
შოლცმა თქვა, რომ "ჩვენ უნდა დავარღვიოთ წესი" და შეცვალონ ადრინდელი პრაქტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
"ახლა ჩვენ ვაწვდით ყველაზე მეტ იარაღს, დიდ ბრიტანეთთან ერთად. თუ ჩვენ შევაჯამებთ იმას, რისი მიწოდება გადავწყვიტეთ აქამდე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია ყოველთვის იქნება პიონერი უკრაინის მხარდაჭერაში", - თქვა შოლცმა.
გერმანიის მთავრობამ დღეს თქვა, რომ უზრუნველყოფს უკრაინაში 14 Leopard 2-ის ტანკის გაგზავნას.