საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხოდ აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az მორიგ სტატიას აქვეყნებს და ზალკალიანის უწყებას დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაში ადანაშაულებს.

„სამწუხაროა რომ ოფიცილაურმა თბილისმა თავის განცხადებაში ჩვენი გამოცემის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანა.” - წერს გამოცემა და სტატიას თან ურთავს ფოტოებს, რომლის მიხედვითაც, მათი მტკიცებით, დასტურდება, რომ რუსეთიდან სომხეთში შეიარაღება გადააქვთ. გამოცემისვე მიხედვით, ფოტოები საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული. 


„გულწრფელად გვჯერა, რომ ამჯერად წამოდგენილი ფაქტები ქართველი დიპოლმატებისთვის უდავო მტკიცებულება გახდება, რადგან სამხედრო ტექნიკის განლაგება არ უნდა იწვევდეს ეჭვსა და კითხვის ნიშნებს. რამდენიმე საათის შემდეგ, სწორედ ეს საბრძოლო ტექნიკა გადაკვეთს სახელმწიფო საზღავრს და გაემართება აზერბაიჯანის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნისაკენ.“ - ვკითხულობთ სტატიაში.  

სააგენტოს მიერ მოპოვებულ დაკომენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტვირთი ბელგრადში რეგისტრირებულმა კომპანია  „ვექტურა ტრანსმა“  გამოაგზავნა. დოკუმენტებში ტვირთის მიმღებად სომხეთის თავდაცვის  სამინისტროა მითითებული. 

საგულისმხოა, რომ გამგზავნი კომპანია „ვექტურა ტრანსი“ ამერიკული სანქცეიბისა და მაგნეტსკის აქტის ქვეშ ექცევა. გამოცემის ინფორმაციით, ტვირთის გადმოტანა სერბეთის ქალაქ ნიშიდან დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდის საშუალებით მოხდა. 

ასევე haqqin.az -ის ინფომაციით,  სამხედრო აღჭურვილობა აშშ-სთან და NATO-სთნ დაახლოებული ქვეყნის ტერიტორიაზე, იარაღით მოვაჭრე ცნობილმა კრიმინალურმა  პირმა, სლობოდან ტესიჩმა, საჰაერო გზით ჩამოიტანა. ტესიჩი, რომელიც შეერთებული შტატების მიერაა სანქცირებული და რომელზეც, ასევე მაგნეტსკის აქტი ვრცელდება.


„ჩვენ მხოლოდ იმის დადგენა გვრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებული შტატების კონგრესის სანქციების ქვეშ მყოფი პირების მიერ, სომხეთისათვის განკუთვნილი იარაღის მიწოდება დაუშვა.“

სტატიის დასასრულს გამოცემა იმედოვნებს, რომ ქართული მხარე კომენტარს გააკეთებს და ნათელს მოფენს haqqin.az-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სლობოდან ტესიჩი ბალკანეთის ტერიტორიაზე  იარაღითა და საბრძლო მასალებით ერთერთი ყველაზე  დიდი მოვაჭრეა, რომელიც ლიბირიაში იარაღის უკანონო ექსპორტის გამო გაეროს მიერ მიერ თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო სანქცირებული. სხვადასვხა ქვეყნებთან იარაღის ვაჭრობის შეთნხმების მისაღწევად და დახმარების აღმოჩენისათვის სლობოდან ტესიჩი ადგილობრივ მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით ქრთმს უხდიდა და  მათი შვილების სწავლა განათლებას  სკოლებსა და  უნივერსიტეტში წლების განმავლობაში აფინასებდა. სლობოდან ტესიჩი 2 სერბული კომპანიის „პარტიზან ტეჩისა“ და „ტექნოგლობალის“, ასევე 2 კვირპოსული კომპანიის „გრავიტისა“ და „კარსოს“ მფლობელია; 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა პრო-სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az-მა, 19 ივლისს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თოვუზის რეგიონის დასაბომბად განკუთვნილი ნაღმტყორცნები, სერბეთმა სომხეთს, საქართველოს დახმარებით მიაწოდა. 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი