"პრობლემა, სახელად პუტინი, სამედიცინო მეთოდებით და მედიკამენტებით არ იკურნება" | იუშენკო

გამოქვეყნდა:

"პუტინი ძალიან დიდი პრობლემაა, მან შექმნა პოლიტიკა, რომელმაც დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი შეიტყუა" - ამის შესახებ რუს ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან საუბრისას უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული პოლიტიკიდან ყველაზე დიდი სარგებელი გერმანიამ მიიღო, ხოლო დღეს როდესაც  გერმანიის მოსახლეობის ნაწილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, ეს პუტინის პოლიტიკის შედეგია.

"პუტინი ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემა სახელად პუტინი, სამედიცინო მეთოდებით და მედიკამენტებით არ იკურნება. პუტინის ქმედებების გამო რუსეთი გლობალური საერთაშორისო საზოგადოებას გლობალური მასშტაბებით ჩამოშორდა. ეს ეხება ეკონომიკური, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობებს. ეს დამოკიდებულება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთის ტერიტორია უკვე მივიწყებული, ციმბირული ჭაობია.

ამასთან 15 წლის განმავლობაში პუტინმა შექმნა პოლიტიკა, რომელმაც დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი შეიტყუა. ეს არის Путин-ферштейн-ს პოლიტიკა. მახსოვს ერთხელ რუსეთმა გაზის მოწოდება შეამცირა. ბაროზოს დავურეკე და ვუთხარი რომ ვითარების გასარკვევად ევროპელი ინსპექტორები გამოეგზავნა. იცით რა მითხრა? პუტინს ნახევარი საათის წინ ვესაუბრე, გაზის მიწოდება არ შეუმცირებია და მე მისი მჯერაო. ეს იყო რუსული ვერსია უკრაინული ძარცვის.

პუტინი დაბალი მორალის მქონე ადამიანია. როდესაც ამბობენ, რომ პუტინმა რომ ევროპაში კოლექტიური კორუფციული ინტერნაციონალი შექმნა - სიმართლეა. როდესაც ევროპის 25 მაღალჩინოსანი გაზპრომში, როსნეფტსა და სხვადასხვა რუსულ კომპანიებში, - ეს არის პასუხი ყველა შეკითხვაზე. რუსული პოლიტიკიდან ყველაზე დიდი სარგებელი გერმანიამ მიიღო. დღეს როდესაც გვესმის, რომ გერმანიის მოსახლეობის ნაწილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, ეს პუტინის პოლიტიკის შედეგია, - ამბობს იუშენკო.

შეგახსენებთ, რომ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. 

იხილეთ ასევე:

აგვისტოს ომი და მიხეილ სააკაშვილი | დიმიტრი გორდონის ინტერვიუ ვიქტორ იუშენკოსთან

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი