ევროკავშირმა პოლონეთში გახსნა ენერგეტიკული ცენტრი, "ენერგეტიკული ჰაბი" (rescEU), რომელიც უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული დახამრების ლოგისტიკური ცენტრი იქნება.
ჰაბი საშუალებას მისცემს საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო სექტორს გაგზავნონ დახმარება უკრაინაში, ხოლო ევროკავშირი სრულად დააფინანსებს მის ტრანსპორტირებას.
ჰაბის გენერატორებით შესავსებად ევროკავშირმა პოლონეთს 114 მილიონი ევრო გამოუყო. პირველ ეტაპზე, 1 000 ახალი გენერატორი გადაეცემა უკრაინას - ისინი შეავსებენ 1 400 გენერატორს და მილიონობით ერთეულ ელექტრომოწყობილობას, რომელიც უკვე უზრუნველყოფილია ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმით.