დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ბოლო განცხადებებს სამხედრო წინსვლის შესახებ ზაპოროჟიესა და დონეცკში.
განახლებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში რუსი "ონლაინ კომენტატორები" ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კრემლის ძალებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას, გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა ორ რეგინოში - ზაპოროჟიეს რეგიონში ორეხოვის მახლობლად და 100 კმ-ით აღმოსავლეთით დონეცკის რეგიონში, ვუჰლედართან ახლოს.
"რუსულმა შენაერთებმა, სავარაუდოდ, ჩაატარეს ლოკალური, საცდელი თავდასხმები ორხოვისა და ვუჰლედარის მახლობლად. მაგრამ ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა რეალურად მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას", - ამბობს დაზვერვა.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ შესაძლოა, რუსული სამხედრო წყაროები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა აჩვენონ, რომ "რუსული ოპერაცია" ძლიერდება.