რუსეთს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის დროის შემოღება სურს

გამოქვეყნდა:

რუსებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე "მოსკოვის დორის" შემოღება სურს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა და თქვა, რომ "ახალი რეგიონები" მოსკოვის დროზე გადავლენ.

"რუსეთის კანონმდებლობის ეტაპობრივი სინქრონიზაცია გრძელდება მას შემდეგ, რაც 4 ახალი სუბიექტი შევიდა მის შემადგენლობაში. უახლოეს მომავალში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები მე -2 დროის ზონის ნაწილი გახდება, სადაც მოსკოვის დრო მუქმედებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი მთავრობას უკვე წარედგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი