ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს განცხადებით, დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, 6 თვით, 2023 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლოვონ რუსეთისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები, რომელიც ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე იყო მიმართული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს სანქციები, რომლებიც პირველად შემოიღეს 2014 წელს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის ფონზე.

"ამჟამად არსებული შეზღუდვები მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, სამრეწველო სპექტრზე, სატრანსპორტო და ფუფუნების საგნებზე. შემაკავებელი ზომები ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემისგან ჩახსნასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული საინფორმაციო სააგენტოებისთვის სამაუწყებლო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერებას", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი