რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს, დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაახანგრძლოვოს ომი. მისი თქმით, უკრაინამ უნდა დააჩქაროს მოვლენები, ასევე იარაღის მიწოდება. ზელენკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზეწოლამ გადაწონოს რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობები.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ზეწოლა კვლავ აღემატებოდეს ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობებს. და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება. მიწოდების სიჩქარე იყო და იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ ომში.

რუსეთს ომის გახანგრძლივების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ", - თქვა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, მუდმივი თავდასხმების ქვეშაა ბახმუტი, უგლედარი და დონეცკის რეგიონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი