პოლონეთი მზად არის NATO-სთან კოორდინირებულად უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ერმაკის ცნობით, მოლაპარაკებები საბრძოლო თვითმფრინავების მიღებასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს.
"მუშაობა F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიგნალები პოლონეთისგან, რომელიც მზად არის ისინი გადმოგვცეს NATO-სთან კოორდინაციით", - წერს ანდრეი ერმაკი Telegram-ზე
მანამდე საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე განცხადება გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმაც.
როგორც მორავეცკიმ დღეს, 30 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლონეთი სრულ მზადყოფნაშია უკრაინას F-16-ები გადასცეს.