ბაიდენის თქმით, ამერიკა არ გეგმავს უკრაინაში F16 მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის არ გაგზავნის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში, იმ პირობებშიც, როცა შტატები აძლიერებს სამხედრო დახმარებას არტილერიისა და ტანკების სახით. 

ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს, გაგზავნიდა თუ არა F16 მოიერიშე თვითმფირნავებს უკრაინაში, რაზეც მან თქვა - "არა".

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ პარასკევს აღიარა, რომ ზელენსკიმ კომუნიკაციის დროს საბრძოლო თვითმფრინავები ითხოვა. მან დაიცვა ბაიდენის პოზიცია და თქვა, რომ უკრაინას ეხმარებიან ბევრი სხვა მიმხართულებით.

ბაიდენმა, ასევე, თქვა, რომ არაა დარწმუნებული ეწვევა თუ არა ევროპას მომავალ თვეში უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აპირებს პოლონეთში ჩასვლას, თუმცა არაა დაზუსტებული, როდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი