ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს რევანში, არამედ დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცდილობენ თავიდან აიცილონ რუსეთის შურისძიება ბრძოლის ველზე, რისთვისაც ოკუპანტი ემზადება. ამ თემაზე მან საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

"ჩვენი თავდაცვისა და უშიშროების ძალები, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება, ჩვენი პარტნიორები - ჩვენ ყველანი ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, რათა რუსეთმა არა მარტო ვერ გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე, არამედ ოკუპანტმა დაკარგოს აგრესიის უკანასკნელი იმედი შურისძიების მცდელობაში. რუსეთის მარცხი საიმედო და გრძელვადიან მშვიდობას, უდავოს გახდის", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში კარგ ამბებს ელიან უკრაინას ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი