რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის, უახლოეს კვირებში არანაირ სცენარს არ გამოვრიცხავთ - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვმა Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა არ გამორიცხავს მომდევნო ორ-სამ კვირაში არანაირ სცენარს. მისი თქმით, "მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის".

დანილოვა არ გამოირიცხა, რომ მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებას, 24 თებერვალს დაამთხვიოს.

"რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის. აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ატარებს წვრთნებს. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ", - თქვა დანილოვმა. 

დანილოვის განცხადებით, უკრაინამ დიდი და რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა იციან, რომ მთავარი ბრძოლები წელს, ორი-სამი თვის განმავლობაში გაიმართება - "ეს იქნება ომის განმსაზღვრელი თვეები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მთელი მსოფლიო ჩვენს უკან დგას". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი