გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სამინისტროს მხრიდან მათი მიმართულებით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა პუნქტი, რაც გელათთან დაკავშირებით დასკვნაში წერია, საკითხის შესწავლის საფუძველზეა დამყარებული.
მარიამ გაჩეჩილაძის თქმით, არცერთი მთავრობის წინაშე არ აპირებენ საკუთარი აზრის გამოხატვა შეზღუდონ.
"არანაირად პოლიტიკურად ანგაჟირებულები არ ვართ, ყველა პუნქტი, რომელიც დასკვნაში არის, მხოლოდ პროფესიული დასკვნის საფუძველზეა დამყარებული, საკითხის შესწავლის საფუძველზე. ის, რაც დახვდათ სამწუხარო სურათი, დაფიქსირდა მხოლოდ. დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პროფესიული აზრის გამოხატვისთვის ვინმეს წინაშე გავჩერდეთ, არცერთი მთავრობის წინაშე", - ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ცოტა ხნის წინ გელათის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საპატრიარქოც, რომლის დაკვეთითაც ცენტრმა დასკვნა მოამზადა. იხილეთ: