ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერლ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ. 

ლაიენი წერს, რომ კიევში კომისრების გუნდთან ერთად იმყოფება. 

"ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, როგორც არასდროს. და კიდევ უფრო გავარღმაოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა", - წერს ლაიენი.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინელებს გადასცემენ ევროკავშირის მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს. მისი თქმით, ევროკავშირი იდგება უკრაინის გვერდით მისი გამარჯვებისა და აღდგენისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი