
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტთან დაკვაშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არანაირი ფასი არ აქვს. მისი თქმით, ერთმანეთს საკუთარ შეშფოთებას 10 ევროპარლამენტარი უზიარებდა.
"700-კაციან პლენარულ სხდომათა დარბაზში ცნობილი ათი ევროდეპუტატი იჯდა და ერთმანეთს უზიარებდა საკუთარ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არიან ეს ადამიანები და ვის ინტერესებს ლობირებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი ბუნებრივია მათ განცხადებებს და ერთმანეთთან გამართულ დებატებს არ აქვს", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, პირველ თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იხილეთ განცხადებები: