
"ჩვენი ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენი ფიქრები და ლოცვები დღეს თურქეთთანაა" - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ეხმაურება.
"ჩვენი ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენი ფიქრები და ლოცვები დღეს თურქეთთანაა. ასობით ადამიანის სიკვდილი და ათასობით ადამიანის ტანჯვა ენით აუწერელი ტკივილია. ემინე ერდოღან, ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და მზად ვართ დაგეხმაროთ ყველანაირად. ვუსამძიმრებ ტრაგედიით დაზარალებულებს. უკრაინა თქვენთანაა", - წერს ზელენსკა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.
ცნობილია ისიც, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.