
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილება "არ არის ევროპული გზა, ეს უფრო სასიკვდილო განაჩენია ოპონენტისთვის".
"თბილისის სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავად არის. ეს არ არის ევროპული გზა, ეს უფრო სასიკვდილო განაჩენია ოპონენტისთვის" - წერს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.
არევაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს პარტიის ოფისში შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც ის საგანგებო განცხადების გაკეთებას და სამოქმედო გეგმის წარდგენასაც აპირებს.