ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ომის მიმდინარეობაზე უახლოეს კვირებში - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს ძალების შეკრება, რათა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდიონს ომის შედეგებზე უახლოესი კვირების განმავლობაში.

განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან ცდილობს უკრაინაში ძირითადი შეტევითი ოპერაციების აღდგენას. კრემლის მიზანი დონეცკიოს რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაპყრობაა. თუმცა, დაზვერვა ამბობს, რომ რუსული ჯარები კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით ახერხებენ წინსვლას. 

"ეს იმიტომ, რომ რუსეთს ახლა აკლია საბრძოლო მასალები და მანევრირების ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა წარმატებული შეტევისთვის. რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ყოვლისმომცველი წინსვლის მოთხოვნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს შეუძლია მოაგროვოს ძალები, რომლებიც არსებითად იმოქმედებს ომის შედეგზე უახლოეს კვირებში", - წერია განახლებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი