"უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას მსოფლიოსთვის შედეგები მოჰყვება" | რუსეთის მუქარა ბრიტანეთს

გამოქვეყნდა:

ლონდონში რუსეთის საელჩო იმუქრება, რომ თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას შედეგები მოჰყვება ევროპის კონტინენტისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. საელჩოს განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novasti ავრცელებს.

"გვსურს შევახსენოთ ლონდონს: ასეთ სცენარში, სწორედ მის სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი", ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობა და თქვა, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი