
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ , - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისაუბრა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაიდენი გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, როდესაც ის პოლონეთში ჩავა, კირბიმ თქვა: "პრეზიდენტი ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“.
კირბიმ აღნიშნა, რომ დეტალებს არ გაამჭღავნებს: "მე არ ვაპირებ მის სიტყვებს დავასწრო. რა თქმა უნდა, ყველა სათქმელს ვუტოვებ აშშ-ის პრეზიდენტს".
შეგახსენებთ, ბაიდენი პოლონეთს 20 თებერვალს ეწვევა