თუ პუტინის ბრძანება იქნება, მზად ვართ ამერიკამდეც ჩავიდეთ - კადიროვის თქმით, რუსეთს კიევის აღება შეუძლია

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ პუტინის ბრძანების შემთხვევაში, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ კიევი აიღონ.  ამის შესახებ მან რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

როგორც კადიროვმა განმარტა, რუსეთს საკმარისი ცოცხალი ძალა ჰყავს ამ მისიის შესასრულებლად.

"ჩვენ გვყავს ცოცხალი ძალა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს კიევამდე, აიღოს კიევი. დღესვე, თუ ქვეგნება ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან ჩვენი ნაციონალური თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია, პოლიცია - არ აქვს მნიშვნელობა, უდეპარტამენტო ჯგუფები - ჩვენ გვყავს ყველა ტიპის ქვედანაყოფი, ყველა მზადაა. და შემდეგ - როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს", - თქვა კადიროვმა.

კადიროვმა გადაცემისას მის საკოლექციო პისტოლეტზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სპეციალურად უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დატენილი აქვს შენახული. 

მანამდე კადიროვმა Telegram არხში დაწერა, რომ თუ პუტინის ბრძანება იქნება ამერიკასაც იაღებენ.

"თუ იქნება უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, ჩვენ მზად ვართ ამერიკაშიც კი წავიდეთ, მოლდოვას შორს დავტოვებთ. და ნებისმიერი ასეთი ბრძანება არ განიხილება, არამედ სრულდება. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ძალა, საშუალება და აღჭურვილობა მის გასაცოცხლებლად", - დაწერა კადიროვმა.

კადიროვი ამბობს, რომ რუსეთის საზღვრები მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა თავად რუსეთს სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი