NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები "გააძლიერებენ და გააგრძელებენ" უკრაინის მხარდაჭერას. აღნიშნული კომენტარი მან 14 თებერვალს NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა.

"უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, NATO-ს შეხვედრას სამშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვიც შეუერთდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი