
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში მოკავშირეებს მოუწოდა იჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით. ეს ხდება იმ პირობებში, როცა რუსეთი აძლიერებს შეტევას დასავლეთ ფრონზე, ბახმუტს, დონეცკს.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ჩქარობს მიაღწიოს რისი მიღწევაც შეუძლია, სანამ უკრაინა და მისი მოკავშირეები ძალას მოიკრებენ.
"ამიტომ, სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. სიჩქარე ყველაფერში. გადაწყვეტილების მიღებისას. გადაწყვეტილებების შესრულებისას. მიწოდებაში. წვრთნაში. სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს, სიჩქარე აბრუნებს უსაფრთხოებას", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც აცნობიერებენ სიჩქარის მნიშვნელობას.