უკრაინელ ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში "საგანმანათლებლო ბანაკებში" აგზავნიან

გამოქვეყნდა:

აშშ-ში იელის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით ირკვევა, რომ გასული წელს, 24 თებერვლის შემდეგ, მინიმუმ 6 000 ბავშვი უკრაინიდან რუსეთის "საგანმანათლებლო" ბანაკში აღმოჩნდა. რეალური რაოდენობა, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

გამოძიების ავტორები ამბობენ, რომ რომ რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებს მინიმუმ 43 დაწესებულების ქსელი. მათ უმეტესობაში 4 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები ხვდებიან. ცენტრების მიზანი "იდეოლოგიურად ხელახალი განათლებაა". ბანაკების ნაწილს გასაშვილებლად წაყვანილი ბავშვების დასაბინავებლადაც იყენებენ.

ანგარიშების მიხედვით, ამ დაწესებულებების უმეტესობა მდებარეობს ოკუპირებულ ყირიმში. თუმცა, 10 ბანაკი მდებარეობს რუსეთის დიდ ქალაქებთან - მოსკოვთან, ყაზანთან და ეკატერინბურგთან. ასევე არის ბანაკები ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ყირიმსა და ჩეჩნეთის ბანაკებში უკრაინელ ბავშვებს ასწავლიან ცეცხლსასროლი იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებას.

"ბანაკების მთავარი ფუნქცია, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხელახალი განათლებაა. უკრაინელ ბავშვებს რუსული იდეები უნერგავენ აკადემიურ, კულტურულ, პატრიოტულ, სამხედრო სფეროებში", - წერია ანგარიშში.

ბანაკებში ბავშვების უმეტესობა გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რეგიონებიდან, ნაწილი კი ხარკოვის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსები ზეწოლას ახდენენ მშობლებზე, რომ თანხმობა მიიღონ ბავშვების ბანაკებში გაგზავნაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი