ისმის ლოგიკური კითხვა, რომელ მხარეს უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება? - ზელენსკიმ ბერლინალეს მიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, დღეს რუსეთი ცდილობს "ბერლინის კედელი" უკრაინაში ააშენოს და გამოყოს ის ევროპისგან.

"მრავალი წლის განმავლობაში პოტსდამის მოედანი ბერლინის კედელმა "გაჭრა". ფორმალურად ის ყოფდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს. მან გამოყო თავისუფალი სამყარო ტოტალიტარულისგან. და ეს არ ეხება მხოლოდ სახელმწიფო საზღვრებს რუკაზე.

კედელი ჰყოფდა სხვადასხვა მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, სხვადასხვა ღირებულებებს. დღეს რუსეთი ცდილობს იგივე კედელი ააგოს უკრაინაში. კედელი ჩვენსა და ევროპას შორის. უკრაინის საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლის გამოყოფა. კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის. სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის. განვითარებასა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს. კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის", - თქვა ზელენსკიმ. 

მისივე განცხადებით, ისმის ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება. ზელენსკიმ თქვა, რომ კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ეს არის აგრესიის პოლიტიკა, როდესაც ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის, სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების განადგურების სურვილი. მისი თქმის, სწორედ ეს არის დღეს რუსეთის პოლიტიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი