ხუთშაბათს უკრაინის ქალაქ ბახმუტში რუსეთის თავდასხმას 5 ადამიანი, სამი კაცი და ორი ქალი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავდა 9 მშვიდობიანი მოქალაქე.

დონეცკის ოლქის პროკურატურის განცხადებით, დაბომბვამ ასევე დააზიანა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ბახმუტში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მიკვირს, რომ იქ (ბახმუტში) ჯერ კიდევ 6 000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ისინი, ვინც ბახმუტში დარჩენას არჩევენ, საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს", - დაწერა მან. 

მისივე განცხადებით, ეს დამატებით რისკს ქმნის სამხედროებისთვის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა გამართულად იმუშაონ ქალაქში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი