
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან რუსეთთან რაიმე სახის დიალოგი დროის დაკარგვა იქნება.
ზელენსკის თქმით, რუსეთთან დიალოგი უსარგებლო იქნება.
"ეს დიალოგი უსარგებლო იქნება. უფრო მეტიც, მაკრონი დროს კარგავს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ რუსეთის დამოკიდებულება. თუ მათ გადაწყვიტეს იზოლირება და საბჭოთა იმპერიის თავიდან აშენება, ჩვენ ამაზე ვერაფერს ვიზამთ. მათი ასარჩევია ითანამშრომლებენ თუ არა საზოგადოებასთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე", - თქვა ზელენსკიმ.
ამ კომენტარით ზელენსკი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, თუმცა არა განადგურდეს და რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.