
"ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის ქმედებები უკრაინის დასახმარებლად, პირველი ეს იყო - ინდუსტრიული გენერატორები, რომელიც უკრაინამ თავად მოითხოვა და ასევე, უკრაინელი ლტოლვილების მიღება", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა, რიჩარდ დურბინმა შემაჯამებელ პრეზკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულმა და უსამართლო შეჭრამ უკრაინაში, მრავალი ქვეყანა გააერთიანა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და მათ შორის არის საქართველოც.
"ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის ქმედებები უკრაინის დასახმარებლად, პირველი - ინდუსტრიული გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც თავად უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან ეს მათ სჭირდებოდათ და ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღება - დღეს მქონდა შესაძლებლობა ერთ-ერთ მათგანს შევხვედროდი და მართლაც ძალიან გულსატკენი ისტორია და ამბები მოგვიყვა მან, თუ რისი გავლა მოუწია მის ოჯახს, რუსეთის ასეთ აგრესიული და სასტიკი თავდასხმების შედეგად.
რუსეთის არაპვროვოცირებულმა უსამართლო შეჭრამ უკრაინაში და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გაწევამ, რა თქმა უნდა, გააერთიანა ძალიან ბევრი ერი ევროპაში და მათ შორის არის საქართველოც, მისი აპლიკაცია და განცხადება ევროკავშირის წევრობაზე არის ნაწილი ამ ძალისხმევისა", - განაცხადა რიჩარდ დურბინმა.
მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მუდამ დაუჭერს მხარს.