ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი უცვლელია - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ მიიღო მოხსენებები ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბახმუტსა და ლიმანში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და რუსები იყენებენ იარაღის მთელ სპექტრს, მათ შორის CS გაზის ყუმბარებს.

ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა.

რა თქმა უნდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ მოხსენებები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევიკავოთ იქ მტრის თავდასხმები - მუდმივი ინტენსიური თავდასხმები, რომლებსაც რუსეთი არ წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდ ზარალს განიცდის. [...]

მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა. ამისთვის მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და სერჟანტის, ოფიცრისა და გენერლის, რომლებიც იცავენ შესაბამის წინა ხაზს", - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყურადღებას აქცევენ თავდაცვის გეგმის ყველა დეტალსა და მტრის ამბიციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი