
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს პირადად დაესწროს ნატოს სამიტს, რომელიც ივლისში ვილნიუსში გაიმართება. ამის შესახებ მედია BNS-ს ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა განუცხადა.
Reuters-ის ცნობით, ლიეტუვის საპრეზიდენტო ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს დაესწრება ატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
"ეს არის ჩვენი გეგმა", - თქვა ელჩმა, პეტრო ბეშტამ ზელენსკის ვიზიტის შესახებ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
ომის დაწყების შემდეგ ზელენკის რამდენიმე უცხოური ვიზიტი ჰქონდა, დეკემბერში ის იმყოფებოდა ვაშინგტონში, მანამდე ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.