22 თებერვალს, ლაშა ჩხვიმიანის სახელით, "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

ორგანიზაციები კანონმდებლობის იმ ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს აყენებენ ეჭვქვეშ, რომლებიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეუზღუდავ დისკრეციას ანიჭებს, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირები მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით დანიშნოს.

ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობას დადებითად აფასებდნენ სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც შესარჩევ კონკურსში არ იღებდა მონაწილეობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჩხვიმიანის მოხსნის მიზეზი, სავარაუდოდ, დმანისის თეატრში დადგმული ერთ-ერთი სპექტაკლი გახდა, რომელმაც კულტურის მინისტრისა და ადგილობრივი თვითმართველობის უკმაყოფილება გამოიწვია.

გადაწყვეტილების დისკრიმინაციულობის გამო ლაშა ჩხვიმიანმა სახალხო დამცველს მიმართა. სახალხო დამცველმა სამინისტროს, დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო დებულების შეცვლისკენ მოუწოდა. 

კანონმდებლობით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა ორგვარია: 1. პირი მონაწილეობს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში, მის კანდიდატურას მინისტრს წარუდგენს სარეკომენდაციო საბჭო და მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას მისი დანიშვნის შესახებ; 2. პირი სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება მინისტრის პირადი შეხედულებისამებრ. 

GDI და ISFED-ი საკონსტიტუციო სარჩელითსწორედ ამ უკანასკნელი ნორმის კონსტიტუციურობას აყენებს ეჭქვეშ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი