
ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო თანდათანობით ქვეყნის სამხედრო მრეწველობის თანდათანობით დაჩქარება ჭურვების წარმოების კუთხით, რათა დაეხმაროს უკრაინას და შეავსოს საკუთარი მარაგი. ამის შესახებ Reuters-ს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა განაცხადა.
"ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტები ჩვენი საბრძოლო მასალის მწარმოებლებთან და უკვე დავიწყეთ პირველი პარტიების მიღება, როგორც ჩვენი მარაგის შესავსებად, ასევე უკრაინისთვის", - თქვა ბენ უოლასმა Reuters-ის კითხვაზე, შეეძლო თუ არა დიდ ბრიტანეთს საკმარისი საბრძოლო მასალის წარმოება.
მინისტრმა თქვა, რომ ისინი საბრძოლო მასალის მარაგებს მტვერს წმენდნენ და ფიქრობდნენ, გამოდგებოდა თუ არა ეს იარაღი ოდესმე, ახლა კი მათ ჰყავთ აგრესიული და სახიფათო რუსეთი, ევროპის პირას და ამან ყველას კონცენტრირება მოახდინ
მან დაადასტურა, რომ უკრაინა გაზაფხულზე მიიღებს 14 დაპირებულ "ჩელენჯერ 2"-ის ტანკს, შემდეგ კი ბრიტანეთი, ალბათ, შეძლებს უკრაინელებს კიდევ რამდენიმე ტანკს გადასცეს.