
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე მიიღო რეზოლუცია და რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
რეზოლუცია ასევე მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ჩადენილი სერიოზული დანაშაულებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა მსხვერპლთათვის და მოხდეს მომავალში სხვა დანაშაულების პრევენცია.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა, მათ შორის იყო საქართველოც.
7 ქვეყანა წინააღმდეგი იყო - რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა და სირია.
32-მა კი თავი შეიკავა, მათ შორის არიან - ყაზახეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ირანი.